ნიკა გვარამია - ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია

ქუჩა არ უდრის ძალადობას, ის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას უდრის, როცა ამას გართმევენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, „ქუჩა სახელმწიფოს ბედის გადაწყვეტისთვის ერთადერთი ადგილია, როცა სხვა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია“.

„ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია.

ქუჩა არის სახალხო დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმა და ის საჭიროდ რჩება ყველაზე ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ დემოკრატიებშიც.

ქუჩა არც სტიქიურობა და დაუგეგმავობაა - თავისი განვითარების ხაზი, გონივრულობა და გეგმაზომიერება სჭირდება, როგორც ნებისმიერ შედეგზე ორიენტირებულ პროცესს.

ქუჩა არ უდრის ძალადობას. ქუჩა უდრის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას, როცა ამას გართმევენ.

ქუჩა არც რომელიმე თაობის ან ჯგუფის პრივილეგიაა, ის ყველასია, რადგან დემოკრატია ყველას პრივილეგიაა, ხოლო მისი დაცვა - ყველას ვალდებულება“, - წერს ნიკა გვარამია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება