ვალერი ჩეჩელაშვილი - საპარლამენტო არჩევნებმა უახლეს ისტორიაში ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა - ვაანონსებთ ღია პლატფორმის შექმნას, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებს

პოლიტოლოგ ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, არჩევნებმა ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, რის გამოც ღია პლატფორმის შექმნას აანონსებს, რომელიც „ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებს შეიმუშავებს“.

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, ყველა რესურსი უნდა მიიმართოს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა.

ჩვენი მოვალეობაა ქვეყანა ამ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ და ყველა რესურსი მივმართოთ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. აქედან გამომდინარე, ვაანონსებთ ღია პლატფორმის შექმნას, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებს.

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, პროდასავლურ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, (განურჩევლად მათი საარჩევნო შედეგებისა) შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში.

პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს:

პოლიტიკურ აქტორებსა და პარტიებს შორის ძალისხმევის და რესურსების მობილიზაციას;

ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციას;

საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან აქტიურ მუშაობას, მიუკერძოებელი და დეტალური გამოძიების ჩასატარებლად, რომელიც გამოაშკარავებს „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული არჩევნების მტკიცებულებებს;

საზოგადოების ფართო ფენებთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე კომუნიკაციას.

შემოგვიერთდით, დავუბრუნოთ ქვეყანას ევროპული მომავალი“,- წერს ჩეჩელაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს