ნინო წილოსანი - ველოდები, როდის იტყვის ლომჯარია, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების გაუყალბებლობაში არწმუნებდა საზოგადოებას, ან იტყვის სიმართლეს, რომ აფერისტია, მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი, ნინო ლომჯარიას არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ის ელოდება ლომჯარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ან არავინ უნდა ენდოს და აზრი არ მოეკითხება, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას არწმუნებდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, „ან მან უნდა აღიაროს, რომ მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა და საზოგადოების არასწორად ინფორმირებით, სურს არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს“.

"ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ უმეცარია, აზრი არ მოეკითხება და მას არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების გაუყალბებლობაში არწმუნებდა საზოგადოებას, ან იტყვის სიმართლეს, რომ ის არის აფერისტი, მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა, მოტივირებულია, რომ არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს და დაინტერესებულია საზოგადოების არასწორი ინფორმაციით გამოკვებით ამ ყველაფრის მორალი კი ის არის, რომ ნინო ლომჯარიასთანები ფეხქვეშ თელავენ ჩვენი საზოგადოების ხმებს და ამით ცდილობენ ადამიანების არჩევანი დაასამარონ." - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება