ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-ს აღწევს

ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვალენსიის რეგიონულმა ლიდერმა, კარლოს მასონმა განაცხადა, რომ სამშაბათს, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ, ადამიანთა ნაწილი ამ დრომდე იზოლირებული რჩება.

სასწრაფო დახმარების სამსახურებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ გზებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ესპანეთის საგანგებო შემთხვევების განყოფილებიდან სამაშველო სამუშაოებში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი ჩაერთო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება