კახა კალაძე - თენგო, გელოდებით!

თენგო, გელოდებით! - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის განცხადებას, რომელმაც ჟურნალისტის თქმით, აღნიშნა, რომ „არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება“.

გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ კანონდარღვევას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეები სიებით იყვნენ. კალაძის თქმით, NDI და IRI ტრენინგებს უტარებდა პარტიებს, როგორ უნდა მოეხდინათ ამომრჩევლის მობილიზება.

„ნორმალურია ეს. არც კანონი ირღვევა და არც დანაშაულია. NDI და IRI ტრენინგებს გვიტარებდა ჩვენ, პარტიებს, თუ როგორ უნდა მოახდინო მობილიზება, არჩევნების დღეს როგორ უნდა მოახდინო მათი მოყვანა, ტრენინგებს გვიტარებდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით. ის რომ წარმოაჩენდით კანონდარღვევას, არაფერიც არ არის. არიან ადამიანები, რომელთაც მოჰყავთ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, იგივე მობილიზება აქვს სხვა პარტიებსაც“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება