მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რატომ ჩაყარა 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები საარჩევნო ყუთში

ჩემი მიზანი არჩევნების გაყალბების მცდელობა კი არ ყოფილა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, - ამის შესახებ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, როვშან ისაკანდაროვმა განაცხადა, რომელიც გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში ყრის.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ისკანდაროვი წერს, ოპოზიციის წარმომადგენლები კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.

„მინდა სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას! ეს გახლავთ ცილისწამება, თითქოს, მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით, საარჩევნო უბანზე ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში! რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.

ფაქტი კი იყო შემდეგი: როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი, მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს.

ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და „ქართული ოცნების“ პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტენის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტენები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რისი მოწმეც არა ერთი ადამიანია.

მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტენები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ, ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია", - წერს ისკანდაროვი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება