ირაკლი კობახიძე - ჰელსინკის კომისია არის მხარე და მის არცერთ განცხადებას ფასი არ აქვს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჰელსინკის კომისია არის მხარე და მის არცერთ განცხადებას არ აქვს ფასი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჰელსინკის კომისია არის მხარე. ის პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში, რაც არის გაუგონარი და გაუგებარი მოვლენა. რადგან მხარეა, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი. მინდა შეგახსენოთ ჰელსინკის კომისიის განცხადება - ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ, მმართველი პარტიის შესახებ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტირებელი ინფორმაცია, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი არ გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო. თუმცა თავისთავად ის მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, „საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის