ირაკლი კობახიძე - პიტერ სიიარტოს ძალიან სწორი მინიშნება ჰქონდა - საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს რომ გაემარჯვა, შეფასებები ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა

ეს ძალიან სწორი და რელევანტური მინიშნებაა,- ასე ეხმაურება პრემიერი ირაკლი კობახიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებას.

როგორც პრემიერმა განმარტა, საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს რომ გაემარჯვა, შეფასებები ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა.

„ეს ძალიან სწორი მინიშნებაა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თეორიულად რომ გაემარჯვა საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, ალბათ, შეფასებები ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა. გახსოვთ, 2008 წელს, როდესაც საქართველოში ტოტალურად გაყალბდა საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ძალიან სწრაფი შეფასებები გაკეთდა დადებითი შეფასებები ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შესახებ. ეს მინიშნება რელევანტურია“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მედიასთან განაცხადა, რომ არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ თქვა, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი ან დემოკრატიული.

„თუ მემარჯვენე პარტიები, ან თუნდაც კონსერვატორები, ან თუნდაც „სუვერენისტები“ იმარჯვებენ, როგორც წესი დემოკრატიასთან სისტემური პრობლემებია ხოლმე. თუ ლიბერალები იმარჯვებენ - ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს, ასე მარტივია”, - განაცხადა სიიარტომ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება