გიორგი ვაშაძე - ვის გინახავთ, რომ დანაშაულის ჩამდენი თავად იძიებდეს დანაშაულს? - ჩვენი მოთხოვნა ჩატარებულ მასობრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა

ნუ მიედ-მოედებით რაღაცებს რომ გამოდიხართ! კონკრეტულად თქვით, რატომ არ ჩატარდა ფარული არჩევნები საქართველოში? - არჩევნებს არავინ აღიარებს, ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ,- ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ვაშაძემ საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ხელახალი არჩევნებია, რომელიც საერთაშორისო ადმინისტრირების პირობებში უნდა ჩატარდეს.

„ივანიშვილის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას და არჩევნებს აღიარება არ აქვს. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს მას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვის, რომ არაღიარების მიმართულება გავაგრძელოთ და საბოლოოდ, ხელისუფლების დელეგიტიმაცია მოვახდინოთ.

რატომ დაიბარეს ზურაბიშვილი პროკურატურაში? იმიტომ, რომ ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მათ არჩევნებს არავინ აღიარებს. უტყუარად დადასტურებულია ის მაქინაციური მექანიზმები, რომლებიც ამ არჩევნების დროს ჩამოაყალიბეს სისტემური შედეგების გადაწერის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ჩართეს. ვის გინახავთ, რომ დანაშაულის ჩამდენი თავად იძიებდეს დანაშაულს? ჩვენი მოთხოვნა ამ მასობრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა.

მესამე საკითხია - კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები ფარული უნდა იყოს. უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობა ამ არჩევნებში არ iყო. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ფარულობის არქონა გამოიყენა მასიურად იმისათვის, რომ ადამიანების ნების გამოხატვაზე ეძალადათ.

ეს არის საფუძველი იმისა, რომ ეს გაუქმებულად, არალეგიტიმურად, კონსტიტუციის საწინააღმდეგო არჩევნებად გამოცხადდეს. ახალი არჩევნები საერთაშორისო ადმინისტრირების პირობებში უნდა ჩატარდეს.

კიდევ ერთხელ ვეუბნები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - ნუ მიედ-მოედებით რაღაცებს რომ გამოდიხართ. კონკრეტულად თქვით, რატომ არ ჩატარდა ფარული არჩევნები საქართველოში? რატომ ჩაატარეთ, ფაქტობრივად, ღია კენჭისყრა?“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება