ლონდა თოლორაია - სადამკვირვებლო კოალიციამ, „ჩემი ხმა“ საჩივრები 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს

სადამკვირვებლო კოალიციამ, „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ს შეადგენს, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს - ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას.

„ეს ოლქებია: ბათუმში მოთხოვნილია - 33 უბნის შედეგების ბათილად ცნობა; მარნეული - 32 უბანი; გარდაბანი - 27 უბანი; ქუთაისი - 17 უბანი; გორი - 15 უბანი; თელავი - 15 უბანი; ბოლნისი - 11 უბანი; ქობულეთი - 8 უბანი; ლაგოდეხი - 8 უბანი; გურჯაანი - 8 უბანი; კასპი - 8 უბანი; ახალციხე - 7 უბანი; დედოფლისწყარო - 6 უბანი; მცხეთა - 7 უბანი; ქარელი - 7 უბანი; საგარეჯო - 6 უბანი; სიღნაღი - 5 უბანი; ზუგდიდი - 4 უბანი; ხაშური - 4 უბანი; სენაკი - 3 უბანი; ხობი - 1 უბანი; ყვარელი - 2 უბანი; ახმეტა - 2 უბანი; ბორჯომი - 2 უბანი; წალკა - 2 უბანი; ადიგენი - 2 უბანი; დუშეთი - 2 უბანი; ახალქალაქი - 1 უბანი; დმანისი - 1 უბანი.

როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი.

სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“- ს დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე”, - განაცხადა თოლორაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება