„ეხო კავკაზა“ - რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს

რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს და ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის მხარდამჭერ ზომებს ადგენს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა შეთანხმებას ხელი მოსკოვში მოაწერეს.

შეგახსენებთ, მოსკოვმა ე.წ. პარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნით 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება შეაჩერა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება