ნათია მეზვრიშვილი - სალომე ზურაბიშვილს რომ იბარებენ გამოკითხვაზე, გიორგი კალანდარიშვილის დაჭერას აპირებენ თუ არა?

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნებაზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობს და უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მან დღევანდელ ბრიფინგზე ის სქემები გაასაჯაროვა, ასევე ხელისუფლების ის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, სხვადასხვა უბანზე ამომრჩევლის ნებაზე ახდენდნენ გავლენას.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პროცესში, რაც პროკურატურამ დაიწყო.

გიორგი გახარიამ ამომრჩეველთა სრული სიის ნეიტრალური პლატფორმისთვის გადაცემა მოითხოვა, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს მისცა თუ არა ხმა, რომელ უბანზე მისცა ხმა და როდის მისცა ხმა. მიგვაჩნია, რომ ეს არის კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მოკლე გზა იმ ფონზე, როცა ჩვენი მოქალაქეები არ აღიარებენ ამ არჩევნების სამართლიანობას, ხოლო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს არის ყველაზე მოკლე გზა ხელისუფლებისთვის, რომ გაყალბების ფაქტებს, რომელიც ზედაპირზეა და რომელსაც ჩვენი გუნდი, თვეების განმავლობაში, არჩევნების დღემდე აგროვებდა, გაეცეს პასუხი. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის ნებაზე ძალადობის ფაზები: 1. ამომრჩევლის ნებაზე ძალადობა არჩევნების დღემდე. მაგალითად, ქუთაისი სრულად არის გრიგოლ ლილუაშვილის და მისი სანათესავოს ხელში. ეს ადამიანები იყვნენ რეგისტრატორები, კომისიის წევრები. დიმიტრი ხუნდაძის კლანი გადანაწილებულია მთელს მუნიციპალიტეტში. 2. არჩევნების ნებაზე ძალადობა ხდებოდა არჩევნების დღეს. აგიტატორების, ე.წ. ძველი ბიჭების დახმარებით. ამომრჩეველს შიშის დერეფნის გავლა უწევდათ. ასევე, ივანიშვილს მძევლად ჰყავდა თითოეული ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი აყვანილი. ერთი ადამიანი აგყავს მძევლად, ემუქრები, რომ შეუწყვეტ სოციალურ დახმარებას, თუ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს ხმას; ერთი ადამიანი აგყავს მძევლად, ეუბნები რომ შეუცვლი პირობით მსჯავრს ციხით, თუ მთელი ოჯახი არ მოგცემს ხმას ან გაათავისუფლებ საჯარო სამსახურიდან. მინდა ის სქემები გაგაცნოთ, რომელიც დავაიდენტიფიცირეთ, რომლის საშუალებითაც მრავალჯერადი ხმის მიცემა დაფიქსირდა. ამიტომ მოითხოვა გიორგი გახარიამ ნეიტრალური პლატფორმისთვის იმ სიის გადაცემა, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, გადაამოწმონ, მისცა თუ არა ხმა, სად და რომელ საათზე. რას აკეთებს პროკურატურა, რომელიც ცესკო-ს დაკრულზე და შესაბამისად ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს? მყისიერად დაიწყო გამოძიება ცესკოს-ს გუშინდელ განცხადებაზე, მაგრამ არცერთ ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ზედაპირზეა მტკიცებულებები, არა. პროკურატურა იქცევა სამარცხვინოდ. აქვე, მინდა სრული მხარდაჭერა დავუფიქსირო საქართველოს პრეზიდენტს ამ სამარცხვინო პროცესში, რასაც პროკურატურა მის წინააღმდეგ აწარმოებს. საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც ივანიშვილმა ხმები მოჰპარა, დასცინიან, ნაცვლად იმისა, რომ კრიზისი მოაგვარონ. დაცინვაა, გამოდის ვიღაცა ცესკო, რომლის თავმჯდომარე თვითონ არის დასაჭერი. მისი ვალდებულება იყო ხმის მიცემის ფარულობა ყოფილიყო დაცული. მან ხმის მიცემის ფარულობა არ დაიცვა. მაინტერესებ,ს პროკურატურა დაიჭერს თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარეს, ახლა გამოძიება რომ დაიწყო?! ადამიანებს, რომ ატყუებდა ამდენი ხანი, ეს ცესკო-ს თავმჯდომარე, რომ თურმე ხმის მიცემის ფარულობა ყოფილა დაცული და 26 ოქტომბერს რომ აღმოჩნდა, რასაც ხალხი აფერადებდა, უკანა მხრიდან მარკერი ეტყობოდა ისინი რა არჩევანს აკეთებდნენ... დაიჭერენ თუ არა, მაინტერესებს. ზურაბიშვილს რომ იბარებენ გამოკითხვაზე, კალანდარიშვილის დაჭერას აპირებენ თუ არა. სადამდე მივა ეს გამოძიება?“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ნათია მეზვრიშვილი - სალომე ზურაბიშვილს რომ იბარებენ გამოკითხვაზე, გიორგი კალანდარიშვილის დაჭერას აპირებენ თუ არა?

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნებაზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობს და უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მან დღევანდელ ბრიფინგზე ის სქემები გაასაჯაროვა, ასევე ხელისუფლების ის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, სხვადასხვა უბანზე ამომრჩევლის ნებაზე ახდენდნენ გავლენას.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პროცესში, რაც პროკურატურამ დაიწყო.

გიორგი გახარიამ ამომრჩეველთა სრული სიის ნეიტრალური პლატფორმისთვის გადაცემა მოითხოვა, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს მისცა თუ არა ხმა, რომელ უბანზე მისცა ხმა და როდის მისცა ხმა. მიგვაჩნია, რომ ეს არის კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მოკლე გზა იმ ფონზე, როცა ჩვენი მოქალაქეები არ აღიარებენ ამ არჩევნების სამართლიანობას, ხოლო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს არის ყველაზე მოკლე გზა ხელისუფლებისთვის, რომ გაყალბების ფაქტებს, რომელიც ზედაპირზეა და რომელსაც ჩვენი გუნდი, თვეების განმავლობაში, არჩევნების დღემდე აგროვებდა, გაეცეს პასუხი. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის ნებაზე ძალადობის ფაზები: 1. ამომრჩევლის ნებაზე ძალადობა არჩევნების დღემდე. მაგალითად, ქუთაისი სრულად არის გრიგოლ ლილუაშვილის და მისი სანათესავოს ხელში. ეს ადამიანები იყვნენ რეგისტრატორები, კომისიის წევრები. დიმიტრი ხუნდაძის კლანი გადანაწილებულია მთელს მუნიციპალიტეტში. 2. არჩევნების ნებაზე ძალადობა ხდებოდა არჩევნების დღეს. აგიტატორების, ე.წ. ძველი ბიჭების დახმარებით. ამომრჩეველს შიშის დერეფნის გავლა უწევდათ. ასევე, ივანიშვილს მძევლად ჰყავდა თითოეული ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი აყვანილი. ერთი ადამიანი აგყავს მძევლად, ემუქრები, რომ შეუწყვეტ სოციალურ დახმარებას, თუ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს ხმას; ერთი ადამიანი აგყავს მძევლად, ეუბნები რომ შეუცვლი პირობით მსჯავრს ციხით, თუ მთელი ოჯახი არ მოგცემს ხმას ან გაათავისუფლებ საჯარო სამსახურიდან. მინდა ის სქემები გაგაცნოთ, რომელიც დავაიდენტიფიცირეთ, რომლის საშუალებითაც მრავალჯერადი ხმის მიცემა დაფიქსირდა. ამიტომ მოითხოვა გიორგი გახარიამ ნეიტრალური პლატფორმისთვის იმ სიის გადაცემა, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, გადაამოწმონ, მისცა თუ არა ხმა, სად და რომელ საათზე. რას აკეთებს პროკურატურა, რომელიც ცესკო-ს დაკრულზე და შესაბამისად ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს? მყისიერად დაიწყო გამოძიება ცესკოს-ს გუშინდელ განცხადებაზე, მაგრამ არცერთ ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ზედაპირზეა მტკიცებულებები, არა. პროკურატურა იქცევა სამარცხვინოდ. აქვე, მინდა სრული მხარდაჭერა დავუფიქსირო საქართველოს პრეზიდენტს ამ სამარცხვინო პროცესში, რასაც პროკურატურა მის წინააღმდეგ აწარმოებს. საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც ივანიშვილმა ხმები მოჰპარა, დასცინიან, ნაცვლად იმისა, რომ კრიზისი მოაგვარონ. დაცინვაა, გამოდის ვიღაცა ცესკო, რომლის თავმჯდომარე თვითონ არის დასაჭერი. მისი ვალდებულება იყო ხმის მიცემის ფარულობა ყოფილიყო დაცული. მან ხმის მიცემის ფარულობა არ დაიცვა. მაინტერესებ,ს პროკურატურა დაიჭერს თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარეს, ახლა გამოძიება რომ დაიწყო?! ადამიანებს, რომ ატყუებდა ამდენი ხანი, ეს ცესკო-ს თავმჯდომარე, რომ თურმე ხმის მიცემის ფარულობა ყოფილა დაცული და 26 ოქტომბერს რომ აღმოჩნდა, რასაც ხალხი აფერადებდა, უკანა მხრიდან მარკერი ეტყობოდა ისინი რა არჩევანს აკეთებდნენ... დაიჭერენ თუ არა, მაინტერესებს. ზურაბიშვილს რომ იბარებენ გამოკითხვაზე, კალანდარიშვილის დაჭერას აპირებენ თუ არა. სადამდე მივა ეს გამოძიება?“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის