ლევან იოსელიანმა წალკის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და აჭარისა და სვანეთის რეგიონებიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ ეკომიგრანტებთან. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგებასთან, ელექტროენერგიის მიწოდებასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს.

„ხაზი გაუსვეს საკუთრების უფლების დაკანონებისა და მიწის რეგისტრაციის სირთულეებს, რაც ყველაზე მეტად ეკომიგრანტებს უქმნის პრობლემებს და მუნიციპალიტეტში მათი შემდგომი პერსპექტივების განსაზღვრას უშლის ხელს.

უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარ გამოწვევათა შორის, სხვა საკითხებთან ერთად, სრულფასოვანი განათლების მიღების, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებით სარგებლობის საკითხები გამოიკვეთა.

ისაუბრეს ასევე, ბილინგვური სწავლების მეთოდის საყოველთაო დანერგვის აუცილებლობაზე და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მნიშვნელობაზე, რომლის ერთ-ერთ სასწავლო მიმართულებას სახელმწიფო ენის სწავლება და ინტეგრაცია წარმოადგენს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქალთა ჩართულობის, კერძოდ კი, ადგილობრივ თვითმმართველობებში მონაწილეობის მდგომარეობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი მუდმივად ხვდება სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას და პირადად მათგან ეცნობა მათ უფლებრივ მდგომარეობას“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო