ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბერის საყდრებამდე მისასვლელი გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.

„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს „ამხანაგობა გზა- 2023" ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, პროექტის პირველ ეტაპზე გზის 600-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს