გია ვოლსკი - არსებობდა შესაბამისი ყდა, რაშიც ბიულეტენს დებდი და არავითარი საშუალება იმისა, რომ ვინმეს რაიმე დაენახა, ნამდვილად არ არსებობდა - გაყალბებაზე სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ყოვლად გაუგონარი ბრალდება მოიგონეს!

ათასობით ადამიანი შეიძლება მოვიყვანოთ მოწმედ, რომ არანაირი საშუალება იმისა, რომ ბიულეტენზე გაფერადებულის დანახვა შესაძლებელი ყოფილიყო, არ არსებობდა - გაყალბების თაობაზე სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ყოვლად გაუგონარი ბრალდება მოიგონეს! - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რომელიც საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის გამო ყველა ელექტრონული უბნის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვს.

ვოლსკის შეფასებით, „ის, რომ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა ერთ კონკრეტულ პარტიას მისცა, მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა, რის გამოც ასეთი დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაცია, ასეთ სისულელეს ამბობს“.

„ჩვენ ყველანი ამომრჩევლები ვიყავით და თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიულეტენზე ჩანდა, თუ რომელი პოლიტიკური პარტია მიანიშნეს, ამაზე შეიძლება ადგილზევე საჩივარი დაიწეროს.

საარჩევნო ბიულეტენებს სპეციალური „პაპკა“ აქვს, სადაც ბიულეტენი უნდა ჩააგდო. ამით ხმის ფარულობის უფლება დაცულია, მაგრამ თუ მე მინდა ხალხს ვაჩვენო რა გავაფერადე, შემიძლია ეს გავაკეთო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი უფლება დაცული არ არის - ყველას უფლება დაცული იყო! არსებობდა შესაბამისი ყდა, რაშიც ბიულეტენს დებდი და არავითარი საშუალება იმისა, რომ ვინმეს რაიმე დაენახა, ნამდვილად არ არსებობდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2 263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

საიას განცხადებით, კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას არღვევს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება