ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე - ბიულეტენის ქაღალდი ყველაზე სქელი იყო - იმის პრეცედენტი, რომ ხმის ფარულობა ამომრჩევლის მიერ პროცედურის შეცდომით განხორციელების გამო დაირღვეს და ამაზე ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, მე არ მახსოვს

იმის პრეცედენტი, რომ ხმის ფარულობა ამომრჩევლის მიერ პროცედურის შეცდომით განხორციელების გამო დაირღვეს და ამის გამო ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, მე მსოფლიოში არ მახსოვს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ შარაბიძემ ხმის მიცემისას ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

შარაბიძის თქმით, საარჩევნო ბიულეტენისთვის გამოყენებული ქაღალდი „ყველზე სქელი იყო“.

„როდესაც ხმის ფარულობის გარანტიაზეა საუბარი, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, შექმნილი იყო თუ არა ყველა პირობა, რომ ხმის ფარულობა უზრუნველი ყოფილიყო. ჩარჩო-კონვერტი 100%-ით იცავს ხმის ფარულობას, ეს განხილული და გატესტილი იყო მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. ამას გარდა, მათი მონაწილეობით შეიცვალა რამდენიმე პროცედურა. გარდა ამისა, ტექნოლოგიურად დადასტურებულია, რომ ტექნოლოგიის მიერ ამომრჩევლის ნების კონტროლი შეუძლებელია, ვიანიდან მას დროის მიკერების შესაძლებლობა არ აქვს. ხაზგასასმელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ყველა იმ წესს დაიცავდა, რომელიც ხმის მიცემის პროცედურისთვის იყო განსაზღვრული, ხმის ფარულობა გარანტირებული იყო.

რაც შეეხება ქაღალდს, ის ყველზე სქელი იყო, მათ შორის, იმაზე, რომელიც კრწანისის არჩევნების პილოტირებისას იყო გამოყენებული.

ის, რომ ხმის ფარულობა ამომრჩევლის მიერ პროცედურის შეცდომით განხორციელების გამო დაირღვეს და ამის გამო, ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, მე მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს.

მინდა დიდი კმაყოფილება გამოვთქვა, რომ ვერიფიკაციის აპარატები, დუბლირებები, როგორც ჩანს, აქტუალური აღარ არის, იმაზე დავედით, უკანა მხარეს ნაჟღენთი არის თუ არა ისეთი ტიპის ფარულობის დარღვევა, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ არჩევნები შედგა, თუ არ შედგა. ის, რომ იდენტიფიცირება შეუძლებელია კონკრეტულად რომელ სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფარულობა არ ირღვეოდა“, - განაცხადა შარაბიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო