დავით გაბაიძე - მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა, უდიდესი პასუხისმგებლობაა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესი თავისუფალ და სამართლიან გარემოში წარიმართა.

დავით გაბაიძის განცხადებით, არჩევნები შედგა - სახელმწიფომ და საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ტესტი წარმატებით ჩააბარა.

„ეს არჩევნები გამორჩეული იყო ბევრი მიმართულებით: საქართველოში პირველად ჩატარდა ელექტრონული არჩევნები, მოქალაქეთა აქტივობა იყო მაღალი, პროცესი წარიმართა სამართლიან და თავისუფალ გარემოში, იყო უპრეცედენტოდ ბევრი დამკვირვებელი და მედიაორგანიზაცია. როგორც გავლენიანმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა ანგარიშების წარდგენისას აღნიშნეს, საარჩევნო პროცესი იყო მაღალორგანიზებული და საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და დარღვევების გარეშე ჩაიარა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა - სახელმწიფომ და საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ტესტი წარმატებით ჩააბარა", - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ პროცესში, ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოებამ, რომელმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინა, გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს.

„მადლობა თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვინც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი პოზიცია. მადლობა „ქართული ოცნების" ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა - ღირსებას, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი და „ქართულ ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენელი, ყველაფერს გავაკეთებ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად", - აღნიშნულია დავით გაბაიძის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება