ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან. შეხვედრები ასევე გაიმართა საკრედიტო სარეიტინგო კომპანიებთან და ინვესტორებთან.

“შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ხაზი გაესვა მონეტარულ და ფისკალურ სტაბილურობასა და სიძლიერეს. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი დაბალ დონეზე ნარჩუნდება.

შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. გარდა ამისა, საუბარი მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს შეეხო.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძე.

21-26 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან”, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება