ჯაბა სამუშია ევრაზიის უნივერსიტეტთა კავშირის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ევრაზიის უნივერსიტეტთა კავშირის (EURAS) გენერალურ ასამბლეაზე მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, EURAS-ის აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობა ევრაზიის რეგიონის 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტდა.

„EURAS არაკომერციული საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და აერთიანებს 110-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დასავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, ბალკანეთიდან, კავკასიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან. ევრაზიის რეგიონის უნივერსიტეტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნით, EURAS ემსახურება თავის წევრებს, რათა გაიზიარონ უმაღლესი განათლების სფეროში არსებული საუკეთესო სერვისები და განავითარონ განათლების სტანდარტები გლობალური წინსვლისთვის.

EURAS, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უმაღლესი განათლების ასოციაცია, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა გეოპოლიტიკური და კულტურული კუთვნილების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ხელს უწყობს მათ შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება