ევროკომისიის გაფართოების ანგარიში - საქართველოს საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ასპექტებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს

საქართველოს საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ასპექტებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები არ შეესაბამება არც ევროკომისიის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს.

“[საქართველოს] საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2024 წლის მარტში და მაისში განხორციელდა მცირე კონსულტაციების ფონზე. მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება არც ევროკომისიის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ მოსაზრებებს, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურაზე. მთლიანობაში, საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ასპექტებში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში საუბარია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე და ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებაზე.

„[ეუთო/ოდირი] წინასწარ დასკვნებში, რომლებიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ ჩავარდნები აღნიშნა, რომლებიც დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში მოხდა. აღნიშნული სისუსტეები მოიცავს, სხვა ყველაფერთან ერთად, საარჩევნო პროცესში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს, ხმის მიცემის საიდუმლოების ხშირ დარღვევებს, პროცედურულ შეუსაბამობებს, დაშინებას და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საჯარო ნდობაზე.

ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებაზე, რაც წინა საკვანძო რეკომენდაციებში უკვე იყო აღნიშნული”, - ნათქვამია ევროკომისიის საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს