ირაკლი კობახიძე - მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს

მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს.

“ღრმა მწუხრებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და დაზარალებულებთან არის. სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ხოლო მამაც ესპანელ ხალხს ვუსურვებ ერთობასა და გამძლეობას. ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს”, - აღნიშნავს პრემიერი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება