გაფართოების ანგარიში - კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება - საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება. მომავალ წელს საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშის იმ ნაწილშია აღნიშნული, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს ეროვნული სტრატეგიები ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასაცავად, გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაცია, უნდა მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულების მიმართ და თავიდან აცილების მიზნით.

„საქართველომ უნდა გააუქმოს საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; გამოიძიოს და სისხლის სამართლებრივი დევნა აწარმოოს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდზე მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ, შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ პირების უფლებების სრულად დაცვა; უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემა და დაცვა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება