პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს უკუსვლა "უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის"

საქართველოს უკუსვლა უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ გაგებით, რომ 9 ნაბიჯი გადაიდგმებოდა, რომლებიც ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება. სამწუხაროდ, საკმარისი პოლიტიკური ერთგულება არ ყოფილა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რათა საჭირო რეფორმები განეხორციელებინათ. წინა წლის ანგარიშიდან, საქართველოს უმნიშვნელო პროგრესი ჰქონდა ცხრა ნაბიჯიდან უმეტესობის გატარებაში. დღევანდელი ანგარიში ნათელ უკუსვლას აჩვენებს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, პოლიტიკურ პოლარიზაციას, არჩევნებსა და ადამიანის უფლებებს. ანგარიში ასევე ამბობს, რომ ასევე უკუსვლა იყო ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსა და ფუნდამენტურ უფლებებს. საშუალება მომეცით, ნათლად ვთქვა: ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს