ჯეიჰუნ მუჰამედალი - როუშენ ისკანდეროვი, რომელმაც არჩევნების დღეს მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა, თავისუფლად გადაადგილდება

როუშენ ისკანდეროვი, რომელმაც არჩევნების დღეს მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა და პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დააკავეს, თავისუფლად გადაადგილდება, არ დაუკავებიათ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოსახლეობის მიმართ სპეცოპერაცია ჩაატარა და მათ არ აწყობთ თავიანთი აქტივისტის დასჯა.

"თქვენ იცით და ნახეთ, 26 ოქტომბერს მარნეულის რაიონში, სოფელ სადახლოში, 69-ე უბანზე, როგორ ყრიდა ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში როუშენ ისკანდეროვი. აქედან რამდენიმე საათში ცესკომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი დაისჯებოდა, თუმცა, როუშენ ისკანდეროვი ამ განცხადების შემდეგაც დადიოდა უბნიდან უბანში და იგივე საქმიანობას ეწოდა.

ორი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ როუშენ ისკანდეროვი დაკავებულია და დაწყებულია გამოძიება. დღეს 30 ოქტომბერია და ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში ვაფიქსირებთ როუშენ იკანდეროვს, ის არ არის დაკავებული. ამასთან დაკავშირებით აქტიურად წერენ ადგილობრივი მედიასაშუალებები.

მაგალითად ერთ-ერთმა დარეკა შსს-ში დაკავების ფაქტის გადამოწმების მიზნით, შსს-მ დაკავების ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო. ჩვენთვის ეს ფაქტი არის ძალიან შემაშფოთებელი და ვითხოვთ მის უმკაცრესად დასჯას. გასაკვირი არ არის რომ ეს ადამიანი არ არის დასჯილი და არც დასჯიან, რადგან 26 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოსახლეობის მიმართ სპეცოპერაცია ჩაატარა და მათ არ აწყობთ თავიანთი აქტივისტის დასჯა. “ქართულმა ოცნებამ” რუსული სპეცოპერაციის ხარჯზე გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ნებაზე და ჩვენ ვითხოვთ მსგავსი ფაქტების საერთაშორისო გამოძიებას, რათა მასობრივ გაყალბებაში მონაწილე პირები გამოვლინდნენ და თითოეული ხმა იყოს დაცული", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო