პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირში გაწევრიანება მთლიანად დამოკიდებულია ობიექტურ პროგრესზე, წელს საქართველო უკან წავიდა, მაშინ როდესაც სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს

ევროკავშირში გაწევრიანება მთლიანად დამოკიდებულია ობიექტურ პროგრესზე, წელს საქართველო უკან წავიდა, მაშინ როდესაც სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

“ევროკავშირში გაწევრიანება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული. ის მთლიანად დამოკიდებულია ობიექტურ პროგრესზე, რომელსაც თითოეული ქვეყანა აღწევს. წელს საქართველო უკან წავიდა, მაშინ როდესაც სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. ზოგიერთი მათგანი უკვე ხსნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.

ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას ეხება. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სერიოზული დარღვევებით აღინიშნა. დარღვევებით, რომლებიც არ შეესაბამება სტანდარტს, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. დარღვევები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად, არც საპირისპირო არ გამოუცხადებიათ. სწორედ ამიტომ ყველა დარღვევა გამოძიებულ უნდა იქნას”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის