გაფართოების ანგარიში - საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სულ უფრო რთულ პირობებში მოქმედებენ, რაც აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას აფერხებს - ქვეყანას ჯერ კიდევ აკლია ყოვლისმომცველი სამთავრობო სტრატეგია მათი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სულ უფრო რთულ პირობებში მოქმედებენ, რაც აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას აფერხებს, - ამის შესახებ გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში სულ უფრო რთულ პირობებში მოქმედებენ, რაც აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას აფერხებს. სამოქალაქო საზოგადოების ხელსაყრელ გარემოზე ზეგავლენა მოახდინა მუდმივმა ნეგატიურმა რიტორიკამ, გახშირებულმა დაშინებამ, მუქარამ და ფიზიკურმა თავდასხმებმა კრიტიკულ და ადამიანის უფლებათა დამცველ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ასევე, მკაცრი, არაპროპორციული კანონმდებლობის მიღებამ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზაციას ისახავს მიზნად, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ჩარჩოები დაზარალდა.

„საქართველოს ჯერ კიდევ აკლია ყოვლისმომცველი სამთავრობო სტრატეგია სამოქალაქო საზოგადოებასთან მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური მექანიზმები საჯარო ონლაინ კონსულტაციების ჩასატარებლად, ასევე კანონპროექტების ან პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება