გაფართოების ანგარიში - სასამართლო სისტემის სფეროში საქართველოს აქვს გარკვეული მომზადების დონე, იყო უკუსვლა - გასული წლის ძირითადი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული და ძალაში რჩება

სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება, ამასთან, საანგარიშო პერიოდში იყო უკუსვლა, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშის იმ ნაწილშია აღნიშნული, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება.

„საქართველოს აქვს გარკვეული მომზადების დონე და იყო უკუსვლა. 2023 წლის ივნისისა და 2024 წლის მაისის ცვლილებები ეხება ვენეციის კომისიის ორ ძირითად რეკომენდაციას, ხოლო ზოგიერთი ახლად შემოღებული დებულება ეწინააღმდეგება ევროკომისიის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის სისტემური და არსებითი რეკომენდაციები შეუსრულებელი რჩება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, გარდა ამისა, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირის ცხრა ნაბიჯში გაწერილი რეკომენდაციების უმეტესობა, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და პროკურატურასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე უარყოფითი მოვლენა მოხდა, რაც ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და 2023 წელს საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას. გასული წლის ძირითადი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული და ძალაში რჩება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს

შემდგომი ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებების შესახებ მოსამართლეთა გადაყვანასთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით (მათ შორის ეფექტური გასაჩივრება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კვალიფიკაცია და ჩიხების საწინააღმდეგო მექანიზმი).

„უნდა მიიღოს და განახორციელოს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეფორმა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი

საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის შეზღუდვები მისი წევრების ხელახლა დანიშვნაზე, განსაკუთრებით ფიქსირებული, არაგანახლებადი ვადით. გარდა ამისა, შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნულია სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის. მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მოიცავს გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის შეცვლას პარლამენტში მარტივიდან კვალიფიციურ უმრავლესობაზე; პროკურატურის შესახებ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მართლმსაჯულების სექტორის ფუნქციონირებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვენეციის კომისიის, OECD-ის და ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) რეკომენდაციების შესაბამისად“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო