ევროკავშირის ელჩი - ქართველი ხალხი სიცხადეს იმსახურებს იმაზე, თუ რა მოხდა ამ არჩევნებზე - უნდა იქნას გამოძიებული

ქართველი ხალხი სიცხადეს იმსახურებს იმაზე, თუ რა მოხდა არჩევნებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია გამოძიება.

“ამ ეტაპზე არჩევნების ოფიციალური შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჯერ არ გამოცხადებულა. ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და, შესაბამისად, ადგილზე არ არის ახალი მთავრობა.

არჩევნების დამკვირვებლებმა აღნიშნეს ბევრი დარღვევა და პოტენციური საარჩევნო დარღვევა ბოლო არჩევნების დროს. ახლა ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ყველა შესაბამის ოფიციალურ პირს, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გადაწყვეტილება გამოიტანონ საარჩევნო დარღვევებსა და ბრალდებებზე.

ჩვენ ასევე აღვნიშნეთ საქართველოს პროკურატურის განცხადებები. ქართველი ხალხი სიცხადეს იმსახურებს იმაზე, თუ რა მოხდა ამ არჩევნებზე და ეს დარღვევები ახლა განმარტებულ და გამოძიებულ უნდა იქნას. ეს საჭირო ნაბიჯია, რათა საარჩევნო პროცესისადმი ნდობა აღდგეს”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება