პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს - საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ

საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

“ჩვენ ძალიან, ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს. ეუთო/ოდირი საკვანძო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აფასებს, შეესაბამება თუ არა არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს. მათი წინასწარი შედეგები აღნიშნავს ბევრ სერიოზულ დარღვევას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთოს რეკომენდაციებს.

ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ოფიციალურ პირებს, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გადაწყვეტილება გამოიტანონ სააერჩევნო დარღვევებსა და ბრალდებებზე…

თქვენ ნახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მოშელმა უკვე კვირას გამოაცხადა, რომ ის განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას ევროკავშირის ლიდერებთან ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ბუდაპეშტში 6 ნოემბერს. პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტს ბრიუსელში გუშინ წინასწარი განხილვა ჰქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ.

ყველა ვარიანტი განიხილება. განსხვავებული ვარიანტები გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ გზებს მოითხოვენ. თქვენ სანქციების შესახებ მკითხეთ. როგორც ბევრჯერ გავიმეორე, ევროკავშირის შემთხვევაში შემზღუდველი ზომების შემოღება, სანქციების შემოღება ერთსულოვნებას მოითხოვს. უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრას საჭიროებს.

ეს ყველაფერი განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან და გადაწყვეტილებები საქართველოში მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით იქნება მიღებული”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს