ევროკავშირის ელჩი - წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში არსებულ მოვლენებს მომდევნო დღეებსა და კვირებში, მათ შორის უმაღლეს დონეზე - გადაწყვეტილებები საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით იქნება მიღებული

წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში არსებულ მოვლენებს მომდევნო დღეებსა და კვირებში, მათ შორის უმაღლეს დონეზე - გადაწყვეტილებები საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით იქნება მიღებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა უპასუხა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ თავის დროზე ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლაში „ჩააშენა“ გარკვეული უსაფრთხოების ზომები და ევროკომისიის საქმეა, მუდმივად გაუწიოს მონიტორინგი მას.

“ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ 7-8 წლის წინ, იმ გაგებით, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო დაუახლოვდება. რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აქვს, დაეყრდნობა პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენ ასევე “ჩავაშენეთ” უვიზო მიმოსვლაში გარკვეული უსაფრთხოების ზომები და ეს ევროკომისიის საქმეა, მუდმივად გაუწიოს მონიტორინგი თუ სცემენ პატივს უსაფრთხოების ზომებს. ეს ევროკომისიის ვალდებულებაა, რომ წევრ სახელმწიფოებთან დაიწყოს განხილვა, თუკი სხვადასხვა ნიშნული არ არის დაცული; იმ შემთხვევაში, თუ საბაზისო პრინციპები, რომელთა საფუძველზეც მოხდა შეთანხმებებზე მოლაპარაკება, აღარ არის თავის ადგილზე.

კიდევ ერთხელ, როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, ყველა ვარიანტი განიხილება. წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში არსებულ მოვლენებს მომდევნო დღეებსა და კვირებში ყველა ფორმატში, მათ შორის უმაღლეს დონეზე - სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე - და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით”, - განაცხადა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს