ანტონიო გუტერეში - ყველაფერს გავაკეთებთ ღაზაში ეთნიკური წმენდის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება მოხდეს, თუ არ იქნება სიმტკიცე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ისრაელმა, შესაძლოა, ღაზას სექტორში ეთნიკური წმენდა განახორციელოს, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცე პოზიციას არ გამოიჩენს მის აღსაკვეთად, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

“განზრახვა შეიძლება იყოს პალესტინელების მიერ ღაზას დატოვება და მისი ოკუპაცია. მაგრამ იყო მცდელობა - და მე პატივს ვცემ პალესტინელი ხალხის გამბედაობასა და სიმტკიცეს და არაბული სამყაროს მონდომებას - თავიდან იქნას აცილებული ის, რომ ეთნიკური წმენდა რეალობად იქცეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ იქ დარჩენაში და ასევე ეთნიკური წმენდის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება მოხდეს, თუ არ იქნება მტკიცე გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეშმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ისრაელის მიერ ღაზას ჩრდილოეთით დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ბეიტ ლაჰიას რაიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 93 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება