„ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი - ჩვენ ჰასან ნასრალას მიერ შემუშავებული სამხედრო გეგმის განხორციელებას გავაგრძელებთ

­ჩვენ ჰასან ნასრალას მიერ შემუშავებული სამხედრო გეგმის განხორციელებას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ახალმა ლიდერმა, ნაიმ ქასემმა პირველ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

„ჩემი სამუშაო პროგრამა ჩვენი ლიდერის, ჰასან ნასრალას მიერ შემუშავებული სამუშაო გეგმის, სამხედრო გეგმის გაგრძელებაა“, - განაცხადა ნაიმ ქასემმა.

სიტყვით გამოსვლისას „ჰეზბოლას“ ახალმა ლიდერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ამჯერად ის გადარჩა, შესაძლოა, მისი დრო ჯერ არ დამდგარა“.

„ჩვენ სხვისი სახელით ან სხვისი პროექტისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ლიბანისთვის ვიბრძვით. ირანი ჩვენს პროექტს მხარს უჭერს და ჩვენგან არაფერს ითხოვს“, - აღნიშნა „ჰეზბოლას“ ახალმა ლიდერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება