„მრავალეროვანმა საქართველომ“ ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერებთან არჩევნების შემდგომ პერიოდში ეთნიკური უმცირესობების მიმართ გახშირებული სიძულვილის ენის გამოხატვის ფაქტებზე იმსჯელა

30 ოქტომბერს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ” საქართველოს ეთნიკური უმცირესობების სათემო ორგანიზაციების ლიდერები საგანგებოდ მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე არჩევნების შემდგომ პერიოდში ეთნიკური უმცირესობების მიმართ გახშირებული სიძულვილის ენის გამოხატვის ფაქტები განიხილეს. შეხვედრაზე იმსჯელეს აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზე და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე.

„შეხვედრის დასასრულს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემუშავდეს მიმართვა პოლიტიკური სუბიექტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიისადმი, რათა შემდგომში უზრუნველყოფილ იქნეს სიძულვილის ენის გამოხატვისა და წახალისების თითოეულ ფაქტთან მიმართებაში დროული და ეფექტური რეაგირება, მათ შორის, სპეციალური მექანიზმის ფორმირებისა და საზოგადოებრივი კამპანიების რეალიზების მეშვეობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება