ლუთერები და პროტესტანტები რეფორმაციის დღეს აღნიშნავენ

ლუთერები და პროტესტანტები 31 ოქტომბერს რეფორმაციის დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს თარიღი რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას უკავშირდება, რომელიც რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს აერთიანებდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ და ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიებსა და მათ მრევლს დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება