გერმანიის ელჩმა, გერმანიის მოქალაქის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ირანი დატოვა

ირანში გერმანიის ელჩი მარკუს პოტცელი ბერლინში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს და თეირანი დატოვა მას შემდეგ, რაც ირანში სიკვდილით დასაჯეს გერმანიისა და ირანის მოქალაქე ჯამშიდ შარმაჰდი, - „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ სააგენტო DPA გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით დატოვა პოტცელმა ირანი.

„ასევე ნათელია, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის ურთიერთობებს სერიოზული შედეგები მოელის“, - ციტირებს სააგენტო სამინისტროს პრესსპიკერს, რომლის თქმითაც, ევროკავშირი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანმა სიკვდილით დასაჯა გერმანიისა და ირანის მოქალაქე, ჯამშიდ შარმაჰდი რომელიც ტერორისტული ოპერაციების ხელმძღვანელობისთვის იყო მსჯავრდებული.

აქტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბერლინმა არაერთხელ გააფრთხილა თეირანი, რომ გერმანიის მოქალაქის სიკვდილით დასჯას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა.

„ჯამშიდ შარმაჰდის მკვლელობა გვიჩვენებს, თუ როგორი არაჰუმანური რეჟიმი მართავს ირანს”, - განაცხადა ბერბოკმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის