გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მეჯვრისხევსა და ფხვენისში სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა მეჯვრისხევსა და ფხვენისში სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტების მიხედვით მოეწყობა ბილიკები დეკორატიული ფილებით, კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, სარწყავი სისტემა, გამწვანება, გარეგანათება, მოაჯირი, საპარკე ავეჯი ტრენაჟორები.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. მიმდინარე წელს სამუშაოები ათამდე სოფელში მიმდინარეობს. მეჯვრისხევსა და ფხვენისში სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“" ფარგლებში დაიგეგმა. პროგრამის მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს