სარატოვის აეროპორტში, დრონით თავდასხმის საფრთხის გამო, შეზღუდვები დააწესეს

სარატოვში, „გაგარინის საერთაშორისო აეროპორტში“ თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა, - ამის შესახებ რუსულ მედიას აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.

„ამ დროისთვის, „გაგარინის აეროპორტში“ შემოღებულია დროებითი შეზღუდვები თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე“, - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

მანამდე, სარატოვის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა დილით განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია სარატოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შესაძლო საფრთხის შესახებ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება