საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდნენ

საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორებს ბადენ ბადენში ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეხვდნენ. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბადენ ბადენი 2024-ის ქართული საღამო 22 ოქტომებრს გაიმართა და მას საერთაშორისო მასშტაბით, 200-ზე მეტი დაზღვევისა და გადაზღვევის პროფესიონალი დაესწრო.

ღონისძიება დაზღვევის სავალდებულო ცენტრის (CIC) მხარდაჭერითა და სადაზღვევო ბროკერების (FRANI, CIB, PrioGe, GrECo, Resolution, G.S., DEDA) ჩართულობით ჩატარდა და მისი მიზანი სა­და­ზღვე­ვო და გა­და­მზღვე­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდა, რის­კე­ბის დაც­ვის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ბაზრის განვითარება იყო.

“ალდაგი“ უკვე მეორე წელია გადაზღვევის მიმართულებით - Aldagi RE მონაწილეობს ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია დაზღვევისა და გადაზღვევის მიმართულებით კომპანიებისა და ბროკერებისთვის გადაზღვევის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ებისთვისა და ბაზრის სამომავლო პოტენციალის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მაღალი ხარისხის დაზღვევისა და გადაზღვევის პროდუქტი შევთავაზოთ, გა­ვა­ფარ­თო­ვოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გავ­ზარ­დოთ რის­კე­ბის მი­მართ მდგრა­დო­ბა,” - აცხადებს „ალდაგის“ შემომავალი გადაზღვევის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ეჯიბია.

„ალდაგმა“ გადაზღვევის მიმართულება - Aldagi RE 2022 წელს დააფუძნა და საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება