ევროპარლამენტმა, ესპანეთში წყალდიდობისგან გამოწვეული ტრაგედიის გამო, ესპანეთისა და ევროკავშირის დროშები დაუშვა

ევროპარლამენტმა, ესპანეთში წყალდიდობისგან დაღუპული ადამიანების მიმართ პატივისცემის ნიშნად, ესპანეთისა და ევროკავშირის დროშები დაუშვა, - ინფორმაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„დღეს ჩვენი დროშები დაშვებულია. ევროპარლამენტი უერთდება ესპანელი ხალხის გლოვას ყველა იმ ადამიანის გამო, რომელიც ტრაგიკულ წყალდიდობას ემსხვერპლა. ამას ერთად გავუმკლავდებით“, - წერს მეცოლა.

შეგახსენებთ, ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სამაშველო ჯგუფები დაკარგულების ძებნას განაგრძობენ. ქვეყნის ხელისუფლებამ ვალენსიაში, ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ტერიტორიაზე, მაშველებისთვის დახმარების აღმოსაჩენად ასობით ჯარისკაცი განალაგა. ზოგიერთ ადგილამდე მიღწევა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება