საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - იმედია, აშშ-ში არჩევნები მშვიდობიან პირობებში ჩატარდება - მიმაჩნია, რომ ეს გარანტირებული არ არის

იმედია, აშშ-ში არჩევნები მშვიდობიან პირობებში ჩატარდება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და იმედია, იგი მშვიდობიან პირობებში ჩატარდება, რაც მიმაჩნია, რომ გარანტირებული არ არის“, - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

მისივე თქმით, აშშ-ში არჩევნების გარშემო ძალადობა მთელი მსოფლიოს დემოკრატიებისთვის დამღუპველი იქნება და აღნიშნა, რომ საფრანგეთი არჩევნებში გამარჯვებულ ნებისმიერ კანდიდატთან იმუშავებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება