ქუთაისის ჩოგბურთის კორტებზე საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო ინფრასტრუქტურა მოეწყო

პირველად ქუთაისში, 4 სათამაშო მოედანზე გაკეთდა ჰარდის ტიპის ეკოლოგიური საფარი, კაპიტალურად შეკეთდა ადმინისტრაციული შენობა, შეიცვალა განათების სისტემა. სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციაზე 2 255 711 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, განახლებული კორტები დაათვალიერეს და საწვრთნელ ვარჯიშებს დაესწრნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად მზად არის.

,,ქუთაისს ბოლო პერიოდში ბევრი თანამედროვე სპორტული ობიექტი შეემატა. დღეს ერთ-ერთ ასეთ სპორტულ კომპლექსში ვიმყოფებით - ქუთაისის ჩოგბურთის კორტებზე შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო ინფრასტრუქტურა. პირველად ჩვენი ქალაქის ისტორიაში, აქ , 4 სათამაშო მოედანზე მოეწყო ჰარდის ტიპის ეკოლოგიური საფარი. კაპიტალურად შეკეთდა ადმინისტრაციული შენობა სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციაზე 2 255 711 ლარი დაიხარჯა. ასეთი საჩოგბურთო კორტები ქუთაისელთა სხვადასხვა თაობის ოცნება იყო, რომელიც რეალობად იქცა." - განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება