ოპოზიციური პარტიები სამომავლო გეგმის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებენ

ოპოზიციური პარტიები სამომავლო გეგმის შესახებ განცხადებას დღეს 20:00 საათზე გააკეთებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიებთან შეხვედრის შემდეგ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

„უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობის დარღვევით და ასევე, სხვა მექანიზმებით არჩევნები ჩატარდა ტოტალური კონტროლის ქვეშ. ეს არ არის არჩევნები, ეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომაა, რომ ბევრს ბლუყუნებს „ქართული ოცნება“, მაგრამ პასუხი არ აქვს ამ კონკრეტულ საკითხზე. მათ იძალადეს ამომრჩეველზე ფარულობით დარღვევით. ახლა მეორე საკითხი - ჩვენ ვიკრიბებით 20:00 საათზე და საბოლოო განცხადებებს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე 20:00 საათზე გავაკეთებთ. არჩევნების გაყალბების მტკიცებულება შენს ხელში იყო, როცა ბიულეტენი გააფერადე და უკნიდან ეს ჩანდა და თუ თვალს გაახელთ, ამას დაინახავთ. ამას ჰქონდა ტოტალური ხასიათი, რომელმაც ტოტალური კონტროლის მექანიზმი შექმნა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება