ვიქტორ ორბანი - შვედეთის პრემიერი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს - ცხადია, ვაშინგტონმა დაავალა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრისტერსონი ამას შეერთებული შტატების დავალებით აკეთებს.

„შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს. ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა. რა სამწუხაროა“, - წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ვიქტორ ორბანის კომენტართან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალი და დემოკრატიული“ იყო, განაცხადა, რომ ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით.

„შესაძლოა, ის საუბრობს რუსეთის სახელით, მაგრამ არა ყველა ჩვენგანის სახელით“, - აღნიშნა შვედეთის პრემიერმა. ამ განცხადების გამო, უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება