ანა დოლიძე - მტკიცებულებების შეგროვების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გახარიას წარმომადგენელი ესწრებოდა - გადმოგვიგზავნეს სქემა, რომელიც შეიმუშავეს და ეს მტკიცებულების შესახებ ანგარიშში შევა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის კონსულტაციებს გიორგი გახარიას წარმომადგენელიც ესწრებოდა.

მისი თქმით, პარტიაში იმყოფებოდა იურისტი, რომელმაც „წარადგინა ერთი კონკრეტული გეგმა, როგორ განვითარდა პროცესები ერთი სქემის მიხედვით“.

„დღეს მტკიცებულებების შეგროვების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა გახარიას წარმომადგენელი. გადმოგვიგზავნეს ერთ-ერთი სქემა, რომელიც შეიმუშავეს და ეს შევა მტკიცებულების შესახებ ანგარიშში,“ - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებით, დღეს, 20:00 საათზე ოპოზიცია საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს წარუდგენს და ასევე გააჟღერებს გეგმას, თუ რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს უმოკლეს ვადებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„მტკიცებულებების მოგროვების პროცესი დასრულდა. ჩვენ ახლა რამდენიმე სქემის სურათი გვაქვს. დღეს საღამოს 20:00 საათზე ოპოზიცია საზოგადოებას განუცხადებს, რა არის მოპოვებული, მაგრამ გარდა ამისა განუცხადებს გეგმას, უმოკლეს ვადებში რა ქმედებების განხორციელებას ფიქრობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ჩვენ გვიხარია, რომ ამ საკითხში ჩვენი თანამოაზრე არის საქართველოს პრეზიდენტი და რაც მთავარია, ამ წინააღმდეგობის გეგმის დამკვეთი პირველ რიგში, ქართველი ხალხია, რომლის ნება მიტაცებულია“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის შეხვედრას სამი ოპოზიციური გაერთიანება: „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ესწრებოდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია