ჯაბა სამუშიამ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს საუნივერსიტეტო მედლები გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძესთან ერთად უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი თანამშრომლები მედლით დააჯილდოვა, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეული უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციულმა და დამხმარე პერსონალმა, რომელმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე უნივერსიტეტიდან წასვლა გადაწყვიტა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაციაც მიიღო.

მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომელთაც მრავალწლიანი საქმიანობით მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის განვითარებასა და მისი ახალი ისტორიის შექმნაში.

„გვინდა ჩვენი ღვაწლმოსილი თანამშრომლები დავაჯილდოოთ და ქედი მოვიხაროთ მათი შრომის წინაშე. ისინი კვლავინდებურად იქნებიან იმ დიდი ოჯახის წევრები, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია. უნივერსიტეტელობა არის ის ტვირთიც და ჯილდოც, რომელსაც ვერავინ ჩამოგვართმევს. თითოეული თქვენგანის მიმართ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას. სწორედ თქვენ ხართ იმ ლამაზი გარემოს შემქმნელები, სადაც სტუდენტებს უხარიათ ყოფნა და ამისთვის დიდი მადლობა“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

„თქვენი რჩევა-დარიგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ათეულობით წელი მოღვაწეობდით უნივერსიტეტის განვითარებისთვის, უამრავი ახალგაზრდა აღზარდეთ უნივერსიტეტში. ეს ჯილდო, რომელიც უნივერსიტეტმა გაიღო, არის მინიმალური, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა თქვენი ღვაწლის დაფასებისთვის“, - აღნიშნა თსუ-ის კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

თსუ-ის პროგრამის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა უნივერსიტეტის პერსონალმა, რომელსაც 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობაზე მუშაობის 5 წლიდან 10 წლამდე სტაჟი დაუგროვდა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაცია - 5 თვის ჯამური ხელფასი მიიღო. ხოლო იმ პერსონალმა, რომელსაც 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი დაუგროვდა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაცია - 7 თვის ჯამური ხელფასი მიიღო; იმ პერსონალმა, რომელსაც 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მუშაობის 20 წელზე მეტი სტაჟი დაუგროვდა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს სახით ფულადი კომპენსაცია - 8 თვის ჯამური ხელფასი მიიღო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის