ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი დოკუმენტი მზადდება

უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი დოკუმენტი მზადდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაკარპატიის ოლქის ტერიტორიული თემებისა და რაიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

„დღეს, უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი დოკუმენტი მზადდება. მასში ბევრი რამ არის გაუგებრობების მოსაგვარებლად და აწმყოს, მომავლისა და წარსულის გამოწვევებზე პასუხის გასაცემად, რათა უმცირესობების შესახებ საკითხი არ დადგეს. უფრო ზუსტად კი, საკითხი შეიძლება დადგეს, მაგრამ იგი სწრაფად უნდა მოგვარდეს, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის კითხვები არ გაჩნდეს. ამას ძალიან დადებითად ვაფასებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების შესახებ საკითხები დოკუმენტის ნაწილი იქნება.

„მინიმუმს, რასაც ჩვენ უნგრეთისგან ვითხოვთ, არის ის, რომ ნატო-ში უკრაინის მიწვევა არ დაბლოკოს. ანუ, არ მოგვცეს ხმა, მხარი არ დაუჭიროს ან არ დაბლოკოს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება