ნიდერლანდების ელჩი ნიკოლოზ სამხარაძეს - საქართველოში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული

საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა, - ასე პასუხობს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინ არაკელიანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის.

„არა, ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული“, - წერს ნიდერლანდების ელჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, მანამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ X-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. „მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, - დაწერა სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს