ნიკოლოზ სამხარაძე ნიდერლანდების ელჩს - 25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო - კანონების არადემოკრატიულად შეფასება დიპლომატების, პოლიტიკოსების საქმე არ არის, დაველოდოთ სასამართლოს

25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო, - ასე პასუხობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, მელინე არაკელიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში უკუსვლაა დემოკრატიისა და ფუნდამენტური ულფბების მხრივ და “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა გაჩერებული”.

“25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო. თქვენი ლოგიკით, ასოცირების შეთანხმებაში პროგრესი, მაშინ საერთოდ არ არის პროგრესი. რაც შეეხება კანონებს, კანონების არადემოკრატიულად შეფასება დიპლომატების/პოლიტიკოსების საქმე არ არის, არამედ სასამართლოსი. ასე რომ, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, - წერს სამხარაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება