ესტონეთის ელჩი - ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ელჩის თქმით, საქართველს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია და სწორედ ეს იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის "ცხადი მესიჯი".

“ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო ევროკავშირის გუშინდელი გაფართოების ანგარიშის ცხადი მესიჯი”, - წერს მარდისალუ-კაჰარი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი.

მისი თქმით, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის.

„ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, - დაწერა სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს