ელენე ხოშტარია - ქუჩა იქნება ოპოზიციის გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის

ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, პროტესტის ყოველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებენ და აუხსნიან, რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და მისი ფორმა.

„ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და მეტი არავის. შესაბამისად, როდესაც ჩნდება ჯგუფი და მით უმეტეს მტერი რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება წაართვას ხალხს, ჩვენი ვალია, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ეს დავიბრუნოთ. როდესაც ხდება კონსტიტუციური გადატრიალება ამ ჯგუფის მიერ, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე. შესაბამისად, ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთ ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის.

ჩვენ ვართ გამარჯვებულები იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. ეს გამარჯვება ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ ბრძოლას გავუძღვეთ წინ. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ იქნება ეს ქვეყნის გარეთ, თუ იქნება ეს ქვეყნის შიგნით, ქუჩაში, მტკიცე და მწვავე პროტესტში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პროტესტი არის არა ბრაზის გამოშვება, არა ქაოსი, არამედ კარგად გააზრებული და კარგად დაგეგმილი შედეგზე ორიენტირებული პროცესი. შესაბამისად, პროტესტის ეტაპების ყოველ ჯერზე ჩვენ საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ავუხსნით რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და ფორმა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს